03:05 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 13:32:31, 787 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი: მაისში ტრანსპორტი, სამედიცინო პროდუქცია და სურსათის ნაწილი გაძვირდა

2015 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,6 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა რამდენიმე ჯგუფზე ფასების ცვლილებამ იქონია.

ტრანსპორტი: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 3,0 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,34 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა საწვავ-საპოხ მასალებზე (5,8 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (3,9 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,18 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-6,8 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-0,3 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ზეთსა და ცხიმზე (2,2 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,0 პროცენტი).

რაც შეეხება ინფლაციას 2014 წლის მაისთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონემ 3,5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ჯანმრთელობის დაცვა, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics