|
2018-07-26 18:19:57, 830 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე დადებითად შეაფასა ის ყურადღება და მხარდაჭერა რომელსაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ სახელმწიფო იჩენს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას. „მისასალმებელია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წარმოდგენილნი არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობაც, რაც მათი ინტერესების მეტად დაცვას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო კავშირების დამყარების აუცილებლობას და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კომისიებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართვას გულისხმობს. ასევე ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობაზე. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.
(NS)
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)