|
2018-07-24 14:28:56, 1161 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოდან ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი, 23 ივლისის მდგომარეობით, 9 ათას ტონას შეადგენს
23 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 9.0 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 3.4 ათასი ტონით (61%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ატმის საბითუმო ფასი 0.60-დან 1.00 ლარამდე მერყეობს. ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (71.8%), სომხეთის რესპუბლიკაში (17.9%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8.0%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)