21:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 12:26:31, 652 ნახვა

საზოგადოება
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა ფართოვდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" გაფართოებას გეგმავს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით, სამინისტრო ინტერესის გამოხატვის მიზნით იწვევს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს რეგიონში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ქვეპროგრამის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა და სადღეღამისო თავშესაფრის მოწყობა. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: info@moh.gov.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია: ** წერილობითი განაცხადი ინტერესის გამოხატვის შესახებ; ** საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი; ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი); ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია; ** მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ფართის საკუთრების ან ფართით დროებით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ბათუმში „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ინტერესის გამოხატვის შესახებ განცხადების ლინკი განთავსებულია საიტზე jobs.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთი: http://www.jobs.ge/182300/

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics