|
2018-07-17 20:08:25, 1023 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანმა იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკის პოტენციალი გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა იტალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალი და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები გააცნო. მინისტრის მოადგილემ პრეზეტაცია საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმზე გააკეთა, რომელიც საქართველოში იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ბიზნეს ფორუმს ასევე დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 160-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს. გიორგი ჩიქოვანის თქმით, 2017 წელს და 2018 წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 197 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 7%-ს შეადგენს. მისი ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წარმატებით მოღვაწეობენ თურქული, ჩინური, ესტონური, ინდური, სამხრეთ კორეული, ბულგარული, ამერიკული, ნორვეგიული, ავსტრიული კომპანიები. იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებმა საქართველოს ენერგეტიკის საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)