|
2018-07-13 15:44:06, 570 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: შემოდგომაზე ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო უმაღლესი დონის შეხვედრას ვუმასპინძლებთ
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის ინფორმაციით, შემოდგომაზე ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო უმაღლესი დონის შეხვედრა თბილისში ჩატარდება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველო ჰააგის სასამართლოსთან წარმატებით თანამშრომლობს. "ამის შესახებ თავად ჰააგის პროკურორმა, ქალბატონმა ბენსუდამ, საქართველოში ყოფნის დროს მრავალჯერ განაცხადა, რომ ეს იყო საქართველოს მხრიდან სამაგალითო თანამშრომლობა. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება და ჩვენ შემოდგომაზე ვუმასპინძლებთ ჰააგის სასამრთლოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის იუბილეს, რომელიც ახლა არის გადამწყვეტ ეტაპზე. მათ მოისურვეს და ჩვენ დავეთანხმეთ, შემოდგომაზე ვუმასპინძლოთ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო, უმაღლესი დონის შეხვედრას ჩვენს დედაქალაქში, თბილისში", − განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრობის კანდიდატმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საკუთარ მოღვაწეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი იურისტობის დროს სასამართლოში 400-მდე საქმე შედიოდა, ახლა კი, წულუკიანის თქმმით, რიცხვი ბევრად ნაკლებია. "ჩემი საქმიანობის განმავლობაში იყო არაერთი საერთაშორისო წარმატება. მე გამოვყოფ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელსაც მე 10 წელი იურისტის რანგში ვემსახურე. ვიტყვი, რომ, როდესაც იქ ვმუშაობდი, იმის გამო, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვეოდა, წელიწადში ჩემს მაგიდაზე განსახილველად შემოდიოდა 300-400 და ხანდახან მეტი საქმე. 2011 წელს, მაგალითად, ეს იყო 395 ახალი საქმე, რომელთაგან 95 პროცენტი იყო დასაბუთებული. შარშან შევიდა 89 საქმე. 395-სა და 89 საქმეს შორის განსხვავებაა და ციფრები, ალბათ, თავის თავზე მეტყველებს. ამ 89 საქმიდან უმრავლესობა არის მიუღებელი, დაუშვებელი, ანუ დაუსაბუთებელი. წარმატება არის ხელშესახები და ეს სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ და უმრავლესობა მათგანი იყო ხოლმე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით თქვენ წინაშე წარმოდგენილი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)