10:50 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 18:31:30, 10362 ნახვა

High - Tech
„სამსუნგი“ მსოფლიოში პირველი წელვადი და დრეკადი სმარტფონის წარდგენისთვის ემზადება

სამხრეთ-კორეული კორპორაცია Samsung-ი CES-ის ყოველწლიურ გამოფენაზე, რომელიც მომდევნო წლის 8-11 იანვარს გაიმართება, ახალ ჰიბრიდულ სმარტფონს Galaxy X-ს წარადგენს.

სმარტფონის გაყიდვები 2019 წლის თებერვალში დაიწყება. აგრეთვე ცნობილია, რომ მოწყობილობას "მცირე" ტირაჟით გამოუშვებენ (300-500ათასი) და მისი დაახლოებითი ღირებულება 1 800 დოლარი იქნება. აგრეთვე სხვადასხვა წყაროს ცნობით, "სამსუნგი" ახალ ფლაგმანს Galaxy S10-ს თებერვლის ბოლოს, MWC-2019-ზე წარადგენს.

Samsung Galaxy X პირველი "დრეკადი" სმარტფონი იქნება. კომპანია მასზე 2011 წლიდან მუშაობდა, მაგრამ ტექნოლოგიების არარსებობის გამო, ეკრანისთვის "დრეკადობის" მინიჭება ვერ ხერხდებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, სმარტფონის ეკრანი ორივე მხარეს მოიდრიკება. მისი ცენტრალური ადგილის წელვადობამ დაახლოებით 12 მილიმეტრი უნდა შეადგინოს. 2018 წლის იანვარში "სამსუნგში" დახურული მცირერიცხვოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც Galaxy X ნაჩვენები იყო, ცხადია შეხვედრიდან სურათები არავის გამოუტანია და სმარტფონის გარეგნობა ბოლომდე უცნობი დარჩება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics