23:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 19:45:44, 896 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: გერმანია აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით

„გერმანია აღიარებს ჩვენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას და იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს  იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განხორციელებაში, რაც საქართველოს ნატოს წევრობაში ეხმარება. მათ შორის ყურადღება გაამახვილა  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტსა და თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაზე, სადავ გერმანია ძალიან აქტიურადაა წარმოდგენილი.  მან ასევე ხაზი გაუსვა  სწრაფი რეაგირების მისიაში ავღანეთში გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

„გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა არის მკაფიოდ გამოხატული. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ასევე გამოხატული იქნება ბრიუსელის სამიტზეც“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics