|
2018-06-28 16:51:24, 805 ნახვა
ეკონომიკა
ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები ჰონგ კონგის ნავსადგურში იმავე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივი გემები
"ჰონგ კონგის ნავსადგურში თავისუფალ შესვლასთან, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და დამხმარე საზღვაო მომსახურების გამოყენებასთან, ასევე მასთან დაკავშირებულ საფასურებთან და გადასახდელებთან, საბაჟო საშუალებებთან და დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ნავმისადგომისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფასთან დაკავშირებით ისარგებლებენ იგივე პირობებით, როგორითაც სარგებლობენ ჰონგ კონგის გემები", - ამას ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც 28 ივნისს, საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მოაწერა. „საქართველო პატარა, მაგრამ მიმზიდველი ქვეყანაა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის ქვეყნის ღია ბაზრის, ლიბერალური ეკონომიკისა და სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. მისი თქმით, საქართველო არის რა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული წევრი, თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიებით სარგებლობს ევროკავშირთან, EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ახლა უკვე ჰონგ-კონგთან. „ბიზნეს-მეგობრული პოლიტიკა, ძლიერი რეგიონალური და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები და გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა - ეს ის ფაქტორებია, რის გამოც საქართველო რეგიონში ინვესტირებისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი ქვეყანაა," - განაცხადა გენადი არველაძემ. მომსახურების სფეროში შეთანხმების პირობების შესაბამისად, საქართველოსთვის მიმზიდველია ტურიზმის სექტორი და ასევე სატრანსპორტო მომსახურება საზღვაო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით. ჰონკონგი ამ ორივე მომსახურების მნიშვნელოვანი იმპორტიორია. ის ფაქტი, რომ შეთანხმების პირობების თანახმად, ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები ჰონგ კონგის ნავსადგურში იმავე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ჰონგ კონგის გემები, უპრეცედენტოა ჰონგ კონგსა და სხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმებებისგან განსხვავებით, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ცნობადობას და ხელს შეუწყობს ქართული დროშის კონკურენტუნარიანობის ზრდას. წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობისუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.
(NS)
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)