10:31 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 11:27:15, 771 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, მძღოლების მიერ კონდენციონერის ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ

„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, მძღოლების მიერ კონდენციონერის ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კონდენციონერი ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში მუშაობს.

„გაცნობებთ, რომ დღეიდან, 25 ივნისიდან კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაიცა განკარგულება მიკროავტობუსებში კონდენცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გაგრილების სისტემის შეკეთება-გამოცვლისთვის დახარჯულმა თანხამ 480 000 ლარი შეადგინა. კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში კონდენციონერი მუშაობს და უმორჩილესად ვთხოვთ ყველა მომხმარებელს, მიკროავტობუსში გაგრილების სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი შეგვატყობინოს ცხელ ხაზზე 032 2 200 340; ასევე, გაცნობებთ, რომ კონდენცირების სისტემის ჩართვით მომატებულ საწვავის ხარჯს "თბილისის მიკროავტობუსი" ანაზღაურებს კომპანიის ბიუჯეტიდან და ყველა ის მძღოლი, რომელზეც მონიტორინგის სამსახური განსაკუთრებით ცხელ დღეებში არ დააფიქსირებს მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიებს, წახალისებული იქნება კომპანიის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics