|
2018-06-19 17:01:50, 4185 ნახვა
სპორტი
ბახტაძე: საქართველოს დღეს 11 სამინისტროზე მეტი ეფექტური მმართველობისთვის არ სჭირდება
„მე ნადვილად ვთვლი, რომ დღეს საქართველოს 11 სამინისტროზე მეტი ეფექტური მმართველობისთვის არ სჭირდება“, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მდინარაძემ ბახტაძეს სთხოვა, სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით პოზიცია კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა. „ყველა ის პროცედურა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ არის თანხვედრაში იმ კანონმდებლობასთან, რაც დღეს არსებობს საქართველოში. აქვე მინდა განვაცხადო ის, რომ პროგრამა რომელიც მე წარმოვადგინე მოითხოვს მცირე მთავრობის კონცეფციას. შესაბამისად ჩენ გვქონდა ერთადერთი საშუალება, რომ პარლამენტთან გვქონოდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მთავრობა დამტკიცებულიყო ძველი სტრუქტურით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნდობას გამოაცხადებთ და შემდეგ ჩვენი გუნდი შემოიტანდა ამ პროექტს, რომელსაც განვიხილავდით პარლამენტში. ეს გულისხმობს მათ შორის სამინისტროების შემცირებას და მე ნამდვილად ვთვლი, რომ დღეს საქართველოს 11სამინისტროზე მეტი ეფექტური მმართველობისთვის არ სჭირდება. აქიდან გამომდინარე, ბუნებრივია ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინაიდან მე პარლამენტში მოვდივარ პროგრამით და ეს გახლავთ პროგრამის განუყოფელი ნაწილი. აქიდან გამომდინარე მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ის რაც თქვენ აღნიშნეთ ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)