|
2018-06-19 12:58:33, 882 ნახვა
ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეგულაციების დანერგვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს პარლმენტში მთავარ ეკონომიკურ მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც მან პარლამეტში სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეგულაციების დანერგვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებით ენერგეტიკის, წიაღისეულის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, სამშენებლო დარგების განვითარებას. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს გააუმჯობესებს ქვეყანაში სტანდარტებს და აამაღლებს ცხოვრების დონეს. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოს როგორც „ენერგეტიკული გაერთიანების" წევრისთვის, ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებები იქნება: სექტორში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ქვეყნის სტაბილური და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, ენერგეტიკული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის ფუნქციის გაძლიერება და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის განვითარება. გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ტრანსპორტის სფეროს შემდგომი განვითარების მიზნით გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ლოგისტიკური სერვისების განვითარების, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სატრანსპორტო განათლების დონის ამაღლების მიმართულებით. „ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით გაგრძელდება მუშაობა, საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საინფორმაციო სივრცის ფორმირებისა და ამ სივრცეში ქართული კომპანიების ჩასართველად. მუშაობა გაგრძელდება ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით ინოვაციური ეკოსისტემის გასაძლიერებლად, კერძოდ, ფინანსების ხელმისაწვდომობის, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, სამეცნიერო ინოვაციების, ე.წ. სტარტაპ ქომუნითის გაძლიერების მიმართულებებით", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეული მიმართულება ტურიზმია: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე; ტურიზმის პოლიტიკაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს გადაქცევა ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად. „აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა და პრიორიტეტული მიმართულებები ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკის ინკლუზიურობასა და დივერსიფიკაციას", - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)