|
2018-06-14 10:42:43, 866 ნახვა
ეკონომიკა
ქუვეითის ავიაკომპანია „Jazeera Airways“-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა
რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქუვეითის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ,,Jazeera Airways“-მა ელ-ქუვეითიდან პირველი რეისი შეასრულა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს პერსპექტიულად განიხილავს და დასაწყისისთვის ელ-ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შემდეგი განრიგით იფრენს: ელ-ქუვეითი- თბილისი-ელ-ქუვეითი : 14:50 -18:20 თბილისი- ელ-ქუვეითი - თბილისი : 19:10-20:45 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს 2016 წლის მარტიდან აწარმოებდა. საქართველოსა და ქუვეითს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით. ავიაკომპანია „Jazeera Airways“-მა ელ-ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი ააშენა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მგზავრებს კიდევ უფრო დახვეწილ მომსახურებას სთავაზობს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე 9 Airbus A320 ტიპის ავიახომალდს ფლობს და ის წარმოადგენს პირველ ავიაკომპანიას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც 11 ივნისიდან ფრენებს A320neo ბორტით ასრულებს. ავიაკომპანიით „Jazeera Aiways“ ფრენისას ეკონომკლასის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ გადაიტანონ 30 კგ, ხოლო ბიზნესკლასის მგზავრებს კი - 50 კგ ბარგი. ავიაკომპანია Jazeera Airways-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ხვალ, 14 ივნისს, 11:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელზეც სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გამოვა. ღონისძიებას დაესწრებიან ავიაკომპანიის მენეჯმენტი, საქართველოში ,,Jazeera Airways’’-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია ,,ვოიაჟერი“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)