|
2018-06-12 17:57:57, 11613 ნახვა
კულტურა
დღეს ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ იწყება
თბილისის მერიის მხარდაჭერით ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი" 12 - 23 ივნისის გაიმართება. 12 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში ფესტივალს გახსნის ევროპის ყველაზე პრესტიჟული კონკურსის LetterOne ჯაზის "ამომავალი ვარსკლავის" ჯილდოს მფლობელი, ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა ჯგუფთან ერთად. კონცერტის დაწყებამდე რუსთაველის თეატრის ფოიეში კონცერტზე მოსულ პუბილიკას დახვდება ქართველი კერამიკოსის ნატო ერისთავის ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „პორტალ". 23 ივნისს, ფესტივალს დახურავს ნიაზ დიასამიძე-33ა თბილისის საკონცერტო დარბაზში. პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. ინფორმაცია ფესტივალის მონაწილეთა შესახებ: * ფანკ-ფიუჟენ, ჯაზის, როკისა და ინსტურმენტალური პოპ-მუსიკის უბადლო შემსრულებელი, 18 წლის ტომ იბარა 6 წლის ასაკიდან დაეუფლა გიტარაზე დაკვრას. მისი ტალანტი აღიარეს მსოფლიოში ცნობილმა ჯაზმენებმა: მარკუს მილერმა, რიჩარდ ბონამ, დიდიე ლოკვუდმა და სილვენ ლუკმა. ტომ იბარას 2018 წლის ევროპის წამყვან ჯაზფესტივალების საგასტროლო ტურნეს ჩვენი დედაქალაქიც შეემატა. ტომ იბარას ჯგუფი რუსთაველის თეატრში უახლესი ალბომს, სახელწოდებით SPARKLING წარადგენს. * ნიაზ დიასამიძის მუსიკალურ კომპოზიციებში რიტმულ დინამიკურობას ქმნის შესრულების უჩვეულო მანერა, რომელიც ჟანრობრივად აერთიანებს რეგის და ფოლკ-როკს. მისი საოცარი ხმის ტემბრი ჰარმონიულად აბალანსებს გიტარისა და ფანდურის ჟღერადობას. ამ ყველაფერში იგრძნობა ძლიერი რაინდული სულისკვეთება და ქართული ფოლკლორისადმი პატივისცემა, რამაც განაპირობა ნიაზის პოპულარობა ქართულ სამუსიკო ხელოვნებაში. ფესტივალი „თბილისი რიტმი" 15 წლიანი შემოქმედებითი მუშაობის შედეგია. მისი ორგანიზატორია კომპანია „თაგის არტი". ფესტივალი მიზნად ისახავს ქართულ და უცხოურ სახელოვნებო პოტენციალის ინტეგრაციას, მსოფლიო მუსიკალური მეგაპოლისების გვერდით თბილისის წარმოჩენას და ჩვენი ქვეყნის ფართო მასშტაბურ პოპულარიზაციას. ამით ფესტივალს წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც რეგიონული კულტურის ცენტრის იმიჯის გამყარებაში. - აცხადებს ფესტივალის ორგანიზატორი, პროდიუსერი ანი ლაღიძე.
(NS)
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)