|
2018-06-12 15:45:46, 1116 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მცირე ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღებას იწყებს
საქართველოს ბანკი, ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სრულიად ახალ სერვისს ნერგავს. ბიზნესის დაწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, საქართველოს ბანკი ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) რეგისტრაციის განაცხადის მიღებას ბანკის სერვისცენტრებში განახორციელებს. 18 ივნისიდან განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება რამდენიმე სერვისცენტრში (ინფორმაციის დასაზუსტებლად გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს 2444444) ხოლო 1 ივლისიდან განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ფიზიკური პირი, ვისაც სურს დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადის შევსებას შეძლებს საქართველოს ბანკის სერვისცენტრში (ექსპრეს ბანკის ფილიალების გარდა). რეგისტრაციის პროცედურა არის მარტივი, მომხმარებელი დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, ბანკში ერთი მისვლით შეძლებს, დააფიქსიროს განაცხადი, როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირების, ისე საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ. აგრეთვე, შპს-ს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ გახსნას საბანკო ანგარიში და პირველი 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს SMS ბანკით და ინტერნეტბანკით. დამატებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს უნიკალური ბარათი Cash Card-ი, რომელიც სპეციალურად ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ სტანდარტული რეგისტრაციის საფასურს არ გადაიხდის პირველი 1000 დარეგისტრირებული ინდ. მეწარმე. რეგისტრაციის საფასურს საქართველოს ბანკი დაფარავს. მომხმარებელს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მხოლოდ დაჩქარებული რეგისტრაციის შემთხვევაში მოუწევს, რეგისტრაციის საფასური იდენტურია საჯარო რეესტრში არსებული საფასურისა. როგორც, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ განაცხადა, საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით დღევანდელი სიახლე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. „მოხარული ვართ გაცნობოთ ეს სიახლე, რომელიც ვფიქრობთ, არსებითად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებას. საქართველოს ბანკი ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, რაც ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით დღევანდელი სიახლე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბანკი მუდმივად მუშაობს ბიზნესის ხელშეწყობის სამომავლო ინიციატივებზე, რათა კიდევ უფრო გავუმარტივოთ პროცესები ჩვენს მომხმარებელს. შევქმნათ მათზე მორგებული პირობები, დავუზოგოთ დრო და ხელი შევუწყოთ ბიზნესის როგორც საწყის, ასევე განვითარების ეტაპზე“,- განაცხადა კიკნაველიძემ.
(R)
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)