01:02 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 17:57:04, 1232 ნახვა

საზოგადოება
მემანქანე: თუ გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაგვეზრდება ხელფასები, მუშაობას ხვალ განვაახლებთ

თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაგვეზრდება ხელფასები, მუშაობას ხვალ დილიდანვე განვაახლებთ, - ამის შესახებ გაფიცულმა მემანქანემ ზაზა ბარბაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მემანქანემ მოქალაქეებს შექმნილი პრობლემებისთვის ბოდიში მოუხადა:

"ქალაქი არის პარალიზებული. ხალხი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რადგან გადაადგილება უჭირთ და სამსახურებში აგვიანებენ. ცხადია ეს ყველაფერი არის პრობლემური და ამისათვის, მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით. უახლოეს საათებში ველოდებით მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას. როგორც კი, შედგება ხელმოწერილი დოკუმენტი, აუცილებლად ხვალ დილიდან დავიწყებთ მუშაობას. თუმცა არამგონია, რომ 06:00 საათიდან შევძლოთ მუშაობა. რადგან მემანქანე ვერ მივა მაგ დროს სამსახურში, მგონია, რომ მეტროს მუშაობა 08:00 საათიდან განახლდება", - განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics