|
2018-06-05 10:53:51, 1056 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველოს მთავრობა მტკიცედ ზრუნავს სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაზე
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგი - EuroDIG 2018 ოფიციალურად გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ევროპულ დიალოგს ინტერნეტ მმართველობაზე - EuroDIG-2018-ს, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო მოხელეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა განვიხილოთ „ჩვენი ციფრული მომავლის ინოვაციური სტრატეგიები“. EuroDIG ხელს უწყობს ინტერნეტის საზოგადოებასთან დიალოგსა და თანამშრომლობას საჯარო ინტერნერ-პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში. მინისტრმა თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოში სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების პერსპექტივებსა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. „საქართველოს მთავრობა მტკიცედ ზრუნავს სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაზე ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ბოლო წლებში ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის განვითარების დასაჩქარებლად“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა. კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წინა წლების საკანონმდებლო რეფორმების წყალობით, საქართველოს აქვს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ეს რეფორმები მოიცავს ნუმერაციის რესურსის შეძენის ლიცენზირების გაუქმებაა და ციფრული საეთერო მაუწყებლობის უზრუნველყოფას. ორივე შემთხვევაში სალიცენზიო რეჟიმი შეიცვალა მარტივი ნებართვის გაცემის სისტემით. ამასთან, ციფრული საეთერო მაუწყებლობის გადასვლის ფართომასშტაბიანი რეფორმის გამო, ეროვნულ დონეზე 21 არხი თავისუფლადაა ხელმისაწვდომი (რეფორმამდე 4 ნაციონალური მაუწყებელი იყო) და მყარი საფუძველი ჩაეყარა ელექტრონული მედიის, მედია პლურალიზმისა და მრავალფეროვნების მდგრად განვითარებას. „ციფრული დაყოფის გაჯანსაღება მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევისა და საქართველოსთვისაც არის. საქართველოს მთავრობამ განახორციელა ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 99.7% 4G / LTE მობილური მომსახურებით სარგებლობს, 99.9% - 3G / LTE მობილური მომსახურებით და 70% -იანი ოჯახი ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობს. ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, ქართველ მობილურ ოპერატორებს მობილური LTE / 4G ფართოზოლოვანი მომსახურების გაწევის შესაძლებლობა მიეცათ“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)