|
2015-01-19 15:48:50, 987 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ნაკურთხი წყალი ყველა ოჯახში უნდა იყოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ნაკურთხი, წმინდა წყლის- აიაზმას მნიშვნელობაზე ისაუბრა. ილია მეორემ ქადაგებისას ყურადღება სახლ-კარისა და ოჯახების კურთხევაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხილული და უხილავი მტრებისგან თავდასაცავად, სახლ-კარი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეკურთხოს. „დღეს, ყოველი ჩვენთაგანი ნაკურთხი წყლით, აიაზმით განიწმინდება. აიაზმა, ეს არის ბერძნული სიტყვა, რაც ნიშნავს სიწმინდეს. ეს სიწმინდე ყოველი ადამიანის სახლში უნდა იყოს. დიდი აიაზმა ნათლისღების წინა და დღევანდელ დღეს ეკურთხება. ეს წელიწადში ორჯერ ხდება. ეს წმინდა წყალი გამოულეველი უნდა გქონდეთ თქვენ, მთელ საქართველოსა და ყოველდღე ცოტ–ცოტა უნდა დალიოთ. დაასხურეთ თქვენს სახლ– კარს, ეზოს, შვილებს, ამას აქვს უდიდესი ძალა, მადლი. ამიტომ ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი გქონდეთ წმინდა წყალი და თუ გამოგელევათ, დაუმატეთ სუფთა წყალი და იგივე წყალი იქნება განწმენდილი. დღეს განიწმინდება ყოველი ადამიანი, ჩვენი გული, გონება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გარშემო მრავალი ადამიანია, გაწმენდილი და ბოროტი გონებით. მრავალი ადამიანი შემოდის თვენს სახლებში და მათ ბოროტი სული მოჰყვებათ. ამიტომ, ყოველ წელს ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი და კარმიდამო, შვილები, ოჯახი და ეს ხილული და უხილავი მტრებისაგან დაგიცავთ. ეს არის უდიდესი სასწაული, ამას ვერ ახსნის ვერავითარი კაცის გონება. მადლი სულისა წმინდისა გადმოდის ამ წყალზე და განიწინდება მთელი მსოფლიო“, – ბრძანა პატრიარქმა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)