19:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 13:26:50, 1508 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: დღევანდელი ერთობა ჩვენი ერისა, ნათლად მაჩვენებს, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას

„დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში ჩვენი რესპუბლიკისა და მომავალ ას წელს გავივლით  ისევე იმ პრინციპებით და ღირებულებებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ვიზიტი იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც სტრატეგიულ მიზნამდე - ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად დგანან, იმისთვის რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ამტკიცებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები როგორიც დღეს არის, საქართველოში არ ყოფილა აქამდე და დარწმუნებული ვარ ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც სტრატეგიულ მიზნამდე, ჩვენს ნატოსა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს. საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში ჩვენი რესპუბლიკისა და მომავალ ას წელს გავივლით  ისევე იმ პრინციპებით და ღირებულებებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ. მიზანი ნათელია, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობამ უნდა შევქმნათ ქვეყანა თავისუფალი, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები მათი მრავალმხრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორიც ჩვენ წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისათვის. დღევანდელი მდგრადობა ჩვენი ერისა, ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics