16:44 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 11:52:45, 399 ნახვა

საზოგადოება
თბილისში გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი გაიმართება

27-28 ივნისს „აირჩიე ქართული“-სა და „პერიტუს გრუპი“-ს ორგანიზებით სუპერმარკეტ „სმარტი“-ს ვაკის ფილიალში გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი გაიმართება.

გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი თბილისში უკვე მეორედ იმართება. პირველ ფესტივალზე თორმეტი ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი წვენების, წყლების, ლუდისა და ლიმონათის სახით.

გამაგრილებელი სასმელების ფესტივალის მიზანია ქართული წარმოების პოპულარიზაცია, მომხარებლების ლოიალობის ზრდა და ახალი პროდუქტებისა და შეთავზებების დეგუსტაციისა და გათამაშებების საშულებით ფართო აუდიტორიის დაინტერესება.

ფესტივალის ფარგლებში კომპანიებს საშუალება ექნებათ, ეფექტურად წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია, მოაწყონ დეგუსტაცია, მოახდინონ სასმელების რეკლამირება და ჩაერთონ სპეციალურად ფესტივალისთვის გამართულ მარკეტინგულ აქტივობებში.

გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics