|
2018-05-25 15:34:11, 1471 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის დინამიკა, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და გამოხატულია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში, იყოს მდგრადი და საქართველოს ჭარბვალიანობით გამოწვეული არანაირი რყევა არ დაემუქროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. პრემიერმა მამუკა ბახტაძეს ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე მხარს უჭერს ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. „ეს არის საკითხი, რომელზეც დებატები მიმდინარეობდა გასული დღეების განმავლობაში. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციები, რომელიც იმ ჭარბვალიანობას, რომელიც აღიარებულია, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის არაერთ ანგარიშში, ქვეყანაში თანდათან შეამცირებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის დინამიკა, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და გამოხატულია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში, იყოს მდგრადი და საქართველოს ჭარბვალიანობით გამოწვეული არანაირი რყევა არ დაემუქროს. ამისკენ არის მიმართული ეს პაკეტი და მას აქვს მთავრობის მხარდაჭერა, ისევე, როგორც ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)