16:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 16:25:58, 383 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო

რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრომ მოსახლეობისთვის სამინისტროს ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია მოაწყო.

ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო გამოკითხვაში - „დაგეგმე შენი ქვეყნის ბიუჯეტი“. გამოკითხვისას, მოქალაქეებს თავად შეეძლოთ გადაენაწილებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები მათთვის პრიორიტეტული პროგრამებისა და სფეროების მიხედვით. 
მთელი დღის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, მომსახურების სააგენტოს, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის კონსულტანტები და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უბნის საგადასახადო ოფიცრები და პირადი საგადასახადო მრჩევლები, ასევე საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის კონსულტანტები მოსახლეობას ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას საკუთარი სერვისების და დანერგილი სიახლეების შესახებ.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე - eAuction.ge ონლაინ რეჟიმში წარმოდგენილია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საინტერესო ლოტები. ყველა მსურველს საშუალება აქვს, ადგილზე დარეგისტრირდეს და შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია. 
ფინანსთა სამინისტროს აკადემია მოქალაქეებს სთავაზობს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო ტურებზე რეგისტრაციას. 
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე-ოფიცრები მოსახლეობას ადგილზე აწვდიან ინფორმაციას საბაჟო პროცედურების შესახებ. წარმოდგენილია კინოლოგიისა და ფიტო-ვეტერინარული სამსახურები. 
საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის კონსულტანტები კი მოსახლეობას აცნობენ სამსახურის საქმიანობას ინოვაციური ტექნოლოგიების, საჯარო ფინანსების მართვისა და მათი ავტომატიზაციის მიმართულებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობენ: სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახური, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია, სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics