08:02 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 13:54:22, 1777 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის ტექნოპარკში დღეს „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნება

დღეს, 17:30 საათზე, თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნება.

კვირეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის 14 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება და მისი მიზანი საქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

კვირეულის მიზანია ასევე, შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს.

კვირეულის ფარგლებში, სტარტაპები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. ასევე, მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური უცხოელი მენტორებისგან.

26-29 ივნისს ანალოგიური ღონისძება გაიმართება ზუგდიდის ტექნოპარკში. სტარტაპ კვირეულის პარტნიორების მიზანია, ღონისძიება იყოს შედეგზე ორიენტირებული, მიიღოს რეგულარული სახე და ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, საქართველოს ტექნოპარკში თბილისსა და ზუგდიდში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics