|
2018-05-21 14:48:21, 1610 ნახვა
ეკონომიკა
უწერაში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 50-ადგილიანი ტურისტული კომპლექსი აშენდება
ონის მუნიციპალიტეტში უწერის მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების მიზნით, უახლოესი 7 წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 50 ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება. აღნიშნულ საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს ლიცენზია, რომლის მფლობელიც 2018 წლის მაისში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამოვლინდა. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონში როგორც ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბების, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მატების თვალსაზრისით. პროექტი ასევე გაზრდის ტურისტულ პოტენციალს. აუქციონის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბიჯი ინვესტმენტი". საბადოზე ლიცენზიის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 1 252 779 ლარი. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ლიცენზიის გაცემიდან ხუთი წლის ვადაში განახორციელოს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, ხოლო მომდევნო ორი წლის ვადაში დამატებით 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია. კომპანიას ასევე აქვს საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების ვალდებულება და რაც არსებითად მნიშვნელოვანია, ლიცენზიის გაცემიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში მან უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა. უწერის მინერალური წყლის საბადო წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ უნიკალურ საბადოს, წყლის გენეზისისა და მისი ფორმირების თავისებურებებიდან გამომდინარე. მინერალური წყალი ფორმირდება „ბროლის მთის" კრისტალურ ჰორიზონტებში, ასევე ,მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით, რაც ცხადია, საბადოს მატებს სამკურნალო თვისებებს. „უწერის" და „ტერსინის" ტიპის წყლების გამოყენება შესაძლებელია ჩამოსასხმელად, როგორც სასმელ-სამკურნალო - სუფრის წყალი, ხოლო დარასუნის ტიპის წყალი გამოიყენება ბალნეო-სამკურნალო მიზნებისათვის.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)