14:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 16:17:08, 1599 ნახვა

საზოგადოება
ფესტივალი „თბი ლისი“ 19 მაისს განახლდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით დაფუძნებული სპორტული ფესტივალი „თბი ლისი“ გრძელდება. 19 მაისს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართება. სპორტულ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ადგილზე განხორციელდება. 

ფესტივალი, გარდა სპორტული აქტივობებისა, კულტურულ და საგანმანათლებლო ნაწილსაც მოიცავს. ამჯერად, საფესტივალო დღე „სალიოს“ კონცერტით დაიხურება, რომელიც 18:00 საათიდან გაიმართება. 

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ART მარკეტი, სადაც საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. გარდა ამისა,  მთელი დღის განმავლობაში აქტიური იქნება საბავშვო გასართობი კუთხე. 

ფესტივალი ემსახურება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და დასვენებისა და გართობისთვის სასურველი გარემოს შექმნას. საფესტივალო ღონისძიებები შემოდგომამდე ყოველ შაბათს გაიმართება. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics