14:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 12:06:42, 1383 ნახვა

საზოგადოება
19 მაისს ავტობუსების 30 მარშრუტის მუშაობის საათები გახანგრძლივდება

აქციის -  „ღამე მუზეუმში“ მხარდასაჭერად, ავტობუსების 30 მარშრუტის მუშაობის საათები 19 მაისის საღამოდან 20 მაისის  ღამის 01:30 საათამდე გახანგრძლივდება.

მერიის ინფორმაციით, შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებენ: N1, N2, N6, N7, N11, N14, N15, N20, N25, N27, N31, N33, N34, N36, N39, N44, N47, N49, N55, N56, N61, N62, N66, N73, N78, N86, N88, N90, N92 და N95 ავტობუსები.

გარდა ამისა, თბილისის მერია მუზეუმების მიმართულებით 20 მაისის 01:30 საათამდე 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს, რომლითაც მგზავრები უფასოდ ისარგებლებენ.

„19 მაისის 18:00 საათიდან ერთ მარშრუტზე ავტობუსი იმოძრავებს ჩოლოყაშვილის გამზირიდან (კუს ტბის ასახვევი) ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართულებით. ხოლო 21:30 საათიდან, მეორე მარშრუტზე, „დინამო არენადან“ გორგასლის ქუჩამდე წრიული მარშრუტი ამოქმედდება. ავტობუსი გაივლის აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირებს, გმირთა მოედნის გავლით მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება, პუშკინის ქუჩიდან გორგასლის ქუჩაზე გაუხვევს და კრწანისის მოედანზე უკუმიმართულებით მობრუნდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics