23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 14:54:51, 1650 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: საქართველოში იქნება უპრეცედენტო 1%-იანი, დაბალი საგადასახდო გარემო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში იქნება უპრეცედენტოდ დაბალი და კომფორტული საგადასახადო გარემო.

მისივე თქმით, უზრუნველყოფილი იქნება წვდომა საკრედიტო და სასტარტო კაპიტალის რესურსზე  მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.

„მინდა განმარტება გავაკეთო, თუ რა კავშირშია ე.წ. 1%-იანი საგადასახადო რეფორმა იმ რეგულაციებთან, რომელიც შემოიღო ეროვნულმა ბანკმა და იმ ნაბიჯებთან, რომელიც დამატებით უნდა გადაიდგას, ვინაიდან  ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული ტიპის არგუმენტაცია, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ იმ ადამიანებს, რომლებთაც დღეს ოფიციალურ დოკუმენტებში  არ აქვთ დაფიქსირებული  მსგავსი ტიპის შემოსავალი. საუბარი იყო სხვადასხვა სპეციალობის მოქალაქეებზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 

ბახტაძის თქმით, პირველი ივლისიდან ამოქმედებული საგადასახადო რეფორმა შეეხება თითოეულ მოქალაქეს.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს და ექნება საშუალება დარეგისტრირდეს, მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი. 500-ათასიანი ზღვარი, რაც ჩვენ დავაწესეთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოიცავს. შესაბამისად, თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს, მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი და გადაიხადოს სიმბოლური, 1%- იანი გადასახადი ისე, რომ არ მოუწიოს არანაირი ბუღალტერიის წარმოება. ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ის საგადასახადო რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, მათზე არ გავრცელდება. შესაბამისად, სტატუსის მიღების შემდეგ, მოქალაქე შეძლებს ნებისმიერი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას თუ იგი ჩათვლის საჭიროდ, რომ მიიღოს კრედიტი სხვადასხვა საქმიანობისთვის," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics