23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 20:17:48, 1870 ნახვა

ეკონომიკა
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვატვას აცხადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს  სატრანსპორტო საშუალებებით მოემსახუროს.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიურ უფლებას ერთ კონკრეტულ პირს არ მიანიჭებს. ამის მიზეზი კი აეროპორტებში გაზრდილი მგზავრთნაკადი და მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებებია.

აქედან გამომდინარე, ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები. ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 

დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2018 წლის  7 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება), ან ელექტრონულ ფოსტაზე business@airports.ge. 

დეტალები პირობების შესახებ იხილეთ აქ : https://goo.gl/ZtZgnT

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics