03:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 20:23:45, 1873 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „სტარტაპ მეგობრულს“ უკვე შემოუერთდა 24 ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის, „ამაზონი"

„ჩვენი მთავრობის ინიციატივას „სტარტაპ მეგობრული" უკვე შემოუერთდა  24 ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის, „ამაზონი" და „Hubspots",  - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „სტარტაპ მეგობრულის" პორტალის - Startupfriendly.gov.ge პრეზენტაციაზე განაცხადა. 

ქუმსიშვილის თქმით, პროექტი 2017 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო.

"შინაარსით ეს არის პროექტი, როდესაც განვითარებული კომპანიები ხელს უწყობენ სტარტაპებს, ქმნიან ისეთ სერვისებს, ისეთ გარემოს, ისეთ პროდუქტებს, რომელიც მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის," - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ონლაინ-პლატფორმაზე დაგისტრირდებიან „სტარტაპ მეგობრული" კომპანიები, რომლებიც განათავსებენ ინფორმაციას მათი სერვისების შესახებ, მეორე მხრივ, ამავე პორტალზე განთავსდება ცნობები „სტარტაპების" შესახებაც. შესაბამისად, ორივე მხარეს ერთ პორტალზე ექნებათ ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.

"ზოგადად მსგავსი პლატფორმები, თანამშრომლობა სტარტაპებსა და განვითარებულ კომპანიებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ სტარტაპებს ეძლევათ უფრო სწრაფად განვითარების შესაძლებლობა და მეორე მხრივ, დიდი კომპანიები, ამ თანამშრომლობის შედეგად, შეძლებენ მეტი ახალი იდეა მიიღონ და მათი გენერირების კომერციალიზაცია მოახდინონ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

პროექტის „სტარტაპ მეგობრულის" პორტალის - Startupfriendly.gov.ge პრეზენტაციას როგორც სტარტაპების, ასევე „სტარტაპ მეგობრულის" სტატუსის მქონე კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„სტარტაპ მეგობრული" გულისხმობს ისეთი კომპანიების მოძიებას, რომელთაც შეუძლიათ სტარტაპებისთვის სპეციალური პროდუქტის შეთავაზება. კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის პროცესში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამაკავშირებელ ორგანოდ გვევლინება.

კომპანია ხდება სტარტაპ მეგობრული იმ შეთხვევაში, თუ მას აქვს სპეციალური პროდუქტი/სერვისი/ფასდაკლება სტარტაპებისთვის,  აფინანსებს ან თანამშრომლობს მათთან.  თავის მხრივ, სტარტაპ მეგობრულ პროგრამაში ჩართვის შემდეგ სტარტაპები მიიღებენ წვდომას შეღავათიან პროდუქტებსა და სერვისებზე, გარდა ამისა მათ პოტენციური ინვესტორის მოძიების შესაძლებლობაც ეძლევათ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics