|
2018-05-01 18:41:17, 1971 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას
ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვაზილ ჰუდაკთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საუბარია ინიციატივაზე, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წვდომა იაფიან კაპიტალზე. „ევროკომისიის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკი იხილავს შესაძლებლობას, რათა საქართველოში დავიწყოთ ისეთი ტიპის ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ საშუალო და მცირე ბიზნესი საქართველოში და როგორც შედეგი, მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მან მადლობა გადაუხდა ევროპის საინვესტიციო ბანკს აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერისთვის. „ეს პროგრამა იქნება უნიკალური საშუალება, რათა საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ საშუალო და მცირე მეწარმეობა და ჩვენს მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა იაფიან სასტარტო კაპიტალზე, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოში განხორციელდეს ეკონომიკურად მიზანშეწონილი ყველა პროექტი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტთან მნიშვნელოვნად გაზარდა თანამშრომლობის ფორმატი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ბანკი 250 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისთვის.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)