15:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 10:09:08, 951 ნახვა

საზოგადოება
სიღნაღს ახლადგარემონტებული ქორწინების სახლი ექნება

ქალაქ სიღნაღში, უახლოეს ხანში, ქორწინების სახლის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც სარიტუალო დარბაზი დროებით დაიხურება. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

„სიღნაღში ქორწინების რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა დიდია, ამის მიზეზი კი სიღნაღის ქორწინების სახლის 24 საათიანი რეჟიმით  მუშაობაა.  სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე სიღნაღის ქორწინების სახლში წყვილები რეგისტრაციას იმავე შენობის პირველ სართულზე მდებარე სივრცეში შეძლებენ. სიღნაღში ქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის საფასური 50 ლარს შეადგენს.

ქორწინების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დასრულდება და განახლებული დარბაზი ტურისტულ სეზონის მიმდინარეობის პარალელურად გაიხსნება. როგორ ცნობილია, ქალაქ სიღნაღში ქორწინების რეგისტრაციის მსურველთა შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

ცნობისთვის, სიღნაღში ქორწინების სახლი 2007 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. კოსტავას ქ. #10–ში მდებარე ქორწინების სახლის შენობა მე–19 საუკუნის  I ნახევარშია აგებული და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია:  ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა; სახლი მუშაობს 24 საათის განმავლობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics