19:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 15:25:53, 2058 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში „დედამიწის კვირეული“ აღინიშნება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობა „დედამიწის კვირეულს“ აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში, რაიონის გამგეობამ ხვედელიძის სკვერში გამწვანების აქცია გამართა. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან და სკოლების მოსწავლეებთან ერთად ვერჰარნის სკვერში და კანკავას ქუჩაზე  ნერგები დარგო. ამავე სკვერში პროფესიონალ მხატვრებთან ერთად ბავშვებმა კედლები მოხატეს.

ღონისძიებები მიმდინარეობდა ასევე, ხვედელიძის  სკვერში, სადაც სკოლის მოსწავლეებმა მრავალწლოვან ნარგავებზე ჩიტის ფერადი ბუდეები განათავსეს. 

„ცხადია, დედამიწაზე ზრუნვა მხოლოდ ერთ დღეს, ან ერთ კვირას არ უნდა მოიცავდეს და ეს მუდმივად უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ამ დღეებში განსაკუთრებით მკაფიოდ უნდა განვმარტოთ, თუ რა გზით უნდა გადავჭრათ ეკოლოგიური პრობლემები. შევეცადეთ,  ღონისძიებაში მაქსიმალურად ჩაგვერთო ბავშვები, რადგან მიმაჩნია, რომ გარემოს დაცვა მათი მომავლის დაცვას ნიშნავს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 193-ზე მეტ ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics