|
2018-04-23 17:49:23, 2208 ნახვა
ეკონომიკა
თურქულმა „MUSIAD“-მა ქართული კომპანიებისთვის უცხოეთის ბაზრებზე გასვლაში დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული გაერთიანების პრეზიდენტი აბდურრაჰმან კაანი ხელმძღვანელობს. აღნიშნულმა ასოციაციამ თბილისში ოფისი დააფუძნა, რომელიც ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნა. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა საუკეთესო და თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე, რომელიც ყოველწლიურად ზრდის დინამიკით გამოირჩევა. მისი თქმით, აღნიშნულზე ასევე პოზიტიურად აისახება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანა და აგრეთვე საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის ამოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი საწარმოების შექმნას, რაც თავის მხრივ, გარკვეულწილად, ქართული ექსპორტის დივერსიფიკაციასაც უზრუნველყოფს. თურქული ორგანიზაციის პრეზიდენტმა აბდურრაჰმან კაანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს ინფორმაცია მიაწოდა “MUSAID”-ის საქმიანობის შესახებ, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით. მისი თქმით, თურქული ასოციაცია შეძლებს, დაეხმაროს ქართველ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციისთვის საერთაშორისო ბაზრების მოძიებაში. გარდა ამისა, ასოციაციის პრეზიდენტმა ქართული მხარე მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბულში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია, რომელიც თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)