|
2018-04-22 18:04:01, 1943 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას, სტრუქტურულ რეფორმებს, ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებსა და ტექნიკურ დახმარებებს. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას. როგორც, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა განაცხადა, რომ საქართველოს განათლების სექტორში ინვესტირების კუთხით, დიდი პოტენციალი აქვს. „საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შედგა ძალიან სასიამოვნო შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. ვისაუბრეთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ასევე, განვიხილეთ განათლების სექტორში ინვესტირების საკითხები. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით. ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ამ პოტენციალის გამოყენებას, აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოს შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის, რომლიდანაც სარგებელი უნდა მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ და ქვეყნის ყველა რეგიონმა. დღეს ბევრი ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ განახორციელოს ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმები. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკა იმართება სწორად, არის კარგი ეკონომიკური ზრდა, იქმნება სამუშაო ადგილები, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მსოფლიო ბანკი პოზიტიურად უყურებს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას. მსოფლიო ბანკი საქართველოსთან 25 წელია თანამშრომლობს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ თქვენი ქვეყნის განვითარებაში," - განაცხადა მიულერმა. შეხვედრაზე ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერად, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)