17:58 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-21 14:29:00, 2005 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა საზმაუს მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის

სამი ტელეკომპანიის - „მაესტროს“, „იმედისა“ და „ჯი-დი-ეს”-ის გაერთიანებამ, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად მედიაპლურალიზმი შეამცირა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ზემოთხსენებულმა ფაქტორებმა საზოგადოებაში გაზარდა აღქმა, რომ მედია სივრცე მმართველი პარტიის სასარგებლოდაა კონცენტრირებული.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ თავისუფალი მედია ძალიან აქტიური იყო და ხედვების ფართო სპექტრს აშუქებდა.

„4 ნოემბერს 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტიდან ფინანსირებად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში მთავრობისა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული პირების გავლენა იზრდება. პარლამენტმა საზმაუს ბორდის წევრის 3 ვაკანტური ადგილი შეავსო. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა არხის მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის, ხოლო ბორდსა და თანამშრომლების დაცვის მექანიზმს შეასუსტებს", - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტმანეტი აგრეთვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თემასაც შეეხო.

"არასამთავრობოების კრიტიკის საგნად იქცა პრობლემა, რომელიც სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობის ნაკლებობას წარმოადგენდა. 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშისთვის გადაეცა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულება შეაჩერა, ტელეკომპანიას კი, დიდი ფინანსური ზარალი მიადგა", - ნათქვამია ანგარიშში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics