17:58 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 17:04:18, 1853 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ბელარუსელ მომავალ საჯარო მოხელეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელარუსის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის  (SYMPA) საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე საჯარო  მოხელეებს შეხვდა.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ბელარუს საჯარო მოხელეებს გაერთიანებული სამინისტროს ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ქართული ღვინის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის, ღვინის დაყენების წესისა და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ SYMPA საგანმანათლებლო პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება ბელორუსში მოღვაწე  მოაზროვნე საჯარო მოხელეებისთვის და პროგრამა მიზნად ისახავს წარმატებული რეფორმატორი ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე ბელარუსის რესპუბლიკაში მმართველობის სისტემის გაუმჯობესებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics