15:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 17:16:22, 466 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 18 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების შესწავლა დაასრულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაასრულეს იმ 18 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების შესწავლა, რომლებმაც უწყებას საცხოვრებელი ფართების შეძენის განაცხადით მიმართეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეძენის საბოლოო გადაწყვეტილებას „სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიია“ მიიღებს. განსახლების ადგილსა და საცხოვრებელ სახლებს ეკომიგრანტები თავად შეარჩევენ.

2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 90-მდე ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო გარემოში საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics