|
2018-04-13 16:01:43, 1764 ნახვა
ეკონომიკა
კიკნაველიძე: სტარტაპის სასესხო კრედიტით დაფინანსება პრობლემურია, თუმცა ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე მედიაში გავრცელებულ ფინანსთა მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „საბანკო სისტემა არ უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას და ის მუხრუჭის როლს ასრულებს“. კიკნაველიძის შეფასებით, მამუკა ბახტაძის ეს განცხადება სასტარტო კაპიტალის პროგრამას უკავშირდებოდა. იგი ეთანხმება ფინანსთა მინისტრს, რომ სტარტაპების სასესხო კრედიტით დაფინანსება მართლაც პრობლემურია, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ საქართველოს ბანკი ძალიან აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას. კიკნაველიძის განმარტებით, საქართველოს ბანკი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს: „ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა სასტარტო კაპიტალის პროგრამასთან დაკავშირებით. ბანკებისთვის სტარტაპების დაფინანსება, რისკებიდან გამომდინარე, მართლაც პრობლემურია.მიუხედავად ამისა, ჩვენ არა მარტო სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ წელს და ვფიქრობ, საქართველოს ბანკი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.დღეს ეს პორთველი სადღაც 580 მილიონ ლარს შეადგენს. სტარტაპ ბიზნესის დაფინასნება სირთულეებთანაა დაკავშირებული და ეს სირთულეები არა მარტო საქართველოში, დასავლეთშიც, განვითარებულ ქვეყნებშიცაა. ანუ, სტარტაპის დაფინანსება სასესხო კრედიტით ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე დასავლეთშიც კი. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბანკები ძალიან აქტიურად ცდილობენ, ამ სეგმენტშიც მიიღონ მონაწილეონა.ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და მთავრობის ინიციატივებთან.ეს ინიციატივაც, რომელიც სასტარტო კაპიტალის დაფინანსებას შეეხება, ხელს შეუწყობს სტარტაპების განვითარებას“,-აღნიშნა კახა კიკნაველიძემ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)