18:50 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 10:55:27, 1647 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ინტელექტუალური საკუთრებისა და საკუთრების უფლების დაცვის კუთხით საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ

„ინვესტორებისა და პირადაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ორი მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ინტელექტუალური საკუთრებისა და  საკუთრების უფლების დაცვა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის პანელზე გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველომ ორივე ამ მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა და ხელშესახები წინსვლა აქვს.

„თუ გვინდა ინვესტორების მოზიდვა, ჩვენ უნდა მივცეთ მათ გრანატია, რომ მათი პროდუქტი, მათი ინტელექტუალური საკუთრება, მათი საკუთრების უფლება იქნება დაცული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ამ მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პანელზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში კერძო სექტორთან სწორ კომუნიკაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოში ინვესტორთა საბჭო შეიქმნა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინვესტორთა საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანი პლატფორმაა, რომლის დანერგვას ყველა ქვეყნის მთავრობებს ურჩევს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics