|
2018-04-04 19:49:07, 1710 ნახვა
ეკონომიკა
აშშ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიესალმება. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული: „ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს შეთავაზებათა პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კავშირების გამტკიცებას. ეს ზომები მიმართულია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებისკენ და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების გაზრდას, საარსებო წყაროების გაუმჯობესებასა და განათლებაზე წვდომას. მივესალმებით საქართველოს ვალდებულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის. აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)