|
2018-04-04 16:18:28, 1615 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ახალი ინიციატივების შედეგად, წავახალისებთ მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს
ჩვენი ახალი ინიციატივების შედეგად, წავახალისებთ ქვეყანაში მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, გავამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა ახალ საგადასახადო ინიციატივებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ინიციატივების შედეგად, ჩაიყრება მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა კიდევ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნას მოზიდულ ეროვნულ ეკონომიკაში. „მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტები არის ნოვატორული ხასიათის და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ასეთი მაღალი დონის საგადასახადო სიმარტივეს შეთავაზებს გადასახადის გადამხდელებს. თითოეული ჩვენი ინიციატივის უკან, დგას ერთი მთავარი მიზანი: საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე და მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)