07:08 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 14:02:30, 1423 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო დაცვის მქონე ქალები კათარზისში მცხოვრებ მოხუცებს გაუმასპინძლდნენ

ერაყელმა, სირიელმა, ეგვიპტელმა და უკრაინელმა ქალებმა, რომლებსაც საქართველომ თავშესაფარი მიანიჭა, ნაციონალურ კერძები მოამზადეს და კათარზისში მცხოვრებ მოხუცებს გაუმასპინძლდნენ.

საქველმოქმედო ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრნენ.

ამ აქციით, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ქალებმა გამოხატეს მადლიერება იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ისინი თბილად მიიღო და შეიფარა. საერთაშორისო დაცვის მქონე ქალები საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ჩართულები არიან ინტეგრაციის ცენტრის პროგრამებში, შეისწავლიან ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ეცნობიან კულტურასა და ტრადიციებს. როგორც თავად ამბობენ, სურთ გამოხატონ პატივისცემა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და სწამთ, რომ მათაც შეუძლიათ საზოგადოებას გარკვეული სარგებელი მოუტანონ, რასაც მსგავსი აქციები მოწმობს. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ქალები, თავშესაფრის მაცხოვრებლების გარდა, იმ ადამიანებსაც გაუმასპინძლდნენ, რომლებიც კათარზისში სადილობენ. კათარზისში მუდმივად 15 ადამიანი ცხოვრობს, 310 კი ყოველდღიურად სადილობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics