17:42 - 07 Jul, 2026
|
2018-03-30 14:30:55, 2085 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 647.8 მილიონი აშშ დოლარით გაუარესდა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -22.8 მილიარდი აშშ დოლარი (-59.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს -150.1 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 647.8 მილიონი აშშ დოლარით გაუარესდა. „2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.3 მლრდ აშშ დოლარია (24.1 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 228.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება. მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.0 მლრდ აშშ დოლარი (83.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 876.2 მლნ აშშ დოლარით მეტია“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)