|
2015-05-20 15:49:40, 507 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივა დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის საიუბილეოდ 17-19 მაისს კინოთეატრ „ამირანში“ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა. ათწლეულების შემდეგ პირველად 11 დოკუმენტური ფილმი ფართო საზოგადოებამ დიდ ეკრანზე ნახა. მათ შორის იყო ცნობილი რეჟისორების ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები. რეტროსპექტივისათვის შერჩეული იყო მრავალფეროვანი თემატიკის ფილმები, რომლებიც გადაღებულია მე-20 საუკუნის 30-70-იან წლებში და ეროვნულ კინომემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ღონისძიება გაიხსნა 17 მაისს დოკუმენტური ფილმით „მსოფლიო ტაშს უკრავს“, რომელშიც ასახულია ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მსოფლიო ტურნე 1959-1960 წლებში. ჩვენებას ლეგენდარული ანსამბლის წევრები დაესწრნენ და ფილმის გადაღების მომენტები გაიხსენეს. 18 მაისს მაყურებელმა ნახა: „ბედნიერი ბავშვობა“, (ვლადიმერ ვალიევისა და ნიკოლოზ ნაგორნის ფილმი „სტალინური მზით გამთბარი სამშობლოს ბედნიერ და მხიარულ ბავშვობაზე“, 1936 წელი); „ოქროს მტევნები“ (შალვა მარტაშვილის 1951 წლის ფილმი საქართველოში მევენახეობის განვითარებაზე); „კლდის ვეფხვი“ (ოთარ გურგენიძის 1968 წლის ფილმი-პორტრეტი მთავმსვლელ მიხეილ ხერგიანზე); „თუჯი“ (ოთარ იოსელიანის ფილმი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე“, 1964 წელი); „აფხაზეთი გვიწვევს“, (ირაკლი ასათიანის 1978 წლის სარეკლამო ხასიათის ფილმი აფხაზეთზე). 19 მაისს „ამირანში“ ნაჩვენები იყო: „საბჭოთა საქართველოს 15 წელი“ (მიხეილ კალატოზიშვილი, 1936 წელი), „საქართველოს სპორტსმენები“ (შოთა მანაგაძის ფილმი ქართულ სპორტზე, 1952 წელი), „ათასწლეულის ბილიკებზე“ (გიორგი ასათიანის 1969 წლის ფილმი ქართულ არქიტექტურულ ძეგლებზე), „თბილისი“ (თენგიზ ნოზაძის კინოჩანახატი თბილისზე, 1966 წელი). „ქართული საესტრადო სიმღერები“ (ირაკლი ასათიანის მუსიკალური ფილმი, რომელშიც შესულია ქართული საესტრადო სიმღერები გიული ჩოხელის, ანსამბლ „ივერიას“, ანსამბლ „ორერას“ და ნანი ბრეგვაძის შესრულებით, 1970 წელი).
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)