22:16 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 11:34:49, 742 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა Commerzbank–ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა,  „2014 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“ Commerzbank–ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა.

Commerzbank არის წამყვანი საეართაშორისო კომერციული ბანკი, მისი ფილიალები და წარმომადგენლობები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული. თავის ძირითად საქმიანობას ბანკი გერმანიასა და პოლონეთში ახორციელებს. Commerzbank-ი აფინანსებს გერმანიის მთავრობის საგარეო ვაჭრობის 30%-ს და იგი ლიდერია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების კუთხით. მსოფლიოს მასშტაბით, Commerzbank-ი 1,100 ფილიალისა და 90 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, ემსახურება 15 მილიონ კერძო, ბიზნეს და კორპორატიულ კლიენტებს, ასევე ინსტიტუციონალურ ინვესტორებს. Commerzbank-ი, რომელიც დაარსდა 1870 წელს, წარმოდგენილია მსოფილოს ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე. 2014 წელს Commerzbank-ის წლიური შემოსავალი, თითქმის 9 მილიარდი ევრო იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics