|
2015-05-20 11:26:09, 406 ნახვა
საზოგადოება
საქართველო შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების ქვეყნების უსაფრთხოების მე-10 სიმპოზიუმს მასპინძლობს
საქართველო შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების ქვეყნების უსაფრთხოების მე-10 სიმპოზიუმს მასპინძლობს. დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სიმპოზიუმი ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაზვერვის ორგანიზებით მიმდინარე სიმპოზიუმში შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი პირები, სამხედრო ატაშეები და ექსპერტები მონაწილეობენ. სიმპოზიუმის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ სოხაძემ სიტყვით მიმართა. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოება, არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ყოველწლიური სიმპოზიუმი შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების სამხედრო დაზვერვის სამსახურების დაახლოებას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ კონსოლიდირებას ისახავს მიზნად. სიმპოზიუმი 2006 წელს დაარსდა, რომელიც პირველად ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა. საქართველოში ფორუმი წელს უკვე მესამედ იმართება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)