|
2018-03-22 11:59:03, 1718 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და 180 მილიონ ლარზე მეტის დაბანდება მოხდა
„ევროკავშირის ბიზნესისთვის ეს არის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მას მერე, რაც ჩვენ ასოცირების შეთანხმებასა და ღრმადა ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რედისონში" მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისშესახებ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით უკვე ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და მოხდა 180 მილიონლარზე მეტის დაბანდება. „დღეისთვის 7 ათას ახალ სამუშაო ადგილს ვითვლით, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს და რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 1,1 მილიარდი ევრო საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამის მიმდინარეობისას ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნებსა და პროექტებზე, ასევე საკრედიტო დასაინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყნები შექმნიან. „ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც ყოველთვის იქნება, ლიდერი. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენი კომერციული ბანკების დაინვესტორების მეშვეობით მაქსიმალურად ასათვისებელ პროექტებს და შესაბამისად, მაქსიმალურ სარგებელს მივიღებთ", - დასძინა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)