|
2018-03-22 10:39:44, 1656 ნახვა
ეკონომიკა
პირველად საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება დაიწყება
ქართულ-ბელარუსული კომპანიების თანამშრომლობით, საქართველოში პირველად ლიფტების წარმოება დაიწყება - თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო და სატვირთო ლიფტები თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „ანალიზ-ხელსაწყოს" ბაზაზე აეწყობა. ახალი საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ დაათვალიერეს, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფება. ლიფტების საწარმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილევ ლიფტმაშისა" და კომპანია SIS-ის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა. საწყის ეტაპზე, საწარმოს თვეში 40-60 ლიფტის დამზადება შეეძლება. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოში ვიზიტისას განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივ საწარმოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა, რაც სამეცნიერო პოტენციალისა და, ამასთან, პროფესიული განათლების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. „ჩვენ ვსაუბრობთ კომპლექსურ განვითარებაზე, რაც არ არის მხოლოდ ლიფტების წარმოება, ეს არის ამწე მოწყობილობების წარმოების განვითარებაც. დაგეგმილია, რომ საქართველოში წარმოების ლოკალიზაცია იყოს 71 პროცენტი შემდეგი წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადგილზე შევძლებთ როგორც ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარებას, ასევე საბოლოო ჯამში, შევძლებთ იმას, რომ ექსპორტზეც ვიფიქროთ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ლიფტების ახალ საწარმოში პირველივე ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება და ეს ციფრი შემდგომში მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბელარუსულ „მოგილევ ლიფტმაშთან" ერთად საქართველოში ნაწარმოები ლიფტები მაღალი ხარისხითა და ფასით თავისუფლად შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ ლიფტების საწარმოს ბაზაზე მოხდება შესაბამისი კადრების გადამზადებაც, რომლებიც პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან შემდგომში სხვადასხვა ობიექტებზე დასასაქმებლად ლიფტების მომსახურების სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ ლიფტების წარმოების დაწყებასთან ერთად საქართველოში განვითარდება სათადარიგო ნაწილების ბაზარიც, რაც აქამდე არ არსებობდა.
(NS)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)