|
2018-03-21 13:48:37, 1663 ნახვა
ეკონომიკა
მინსკში სპეციალური მაღაზია გაიხსნება, სადაც მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სპეციალური მაღაზია გაიხსნება, სადაც მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მიისტრის მოადგილე მიხაილ რუსის შეხვედრისას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის სავაჭრო ცენტრები საქართველოში უკვე მოქმედებს, სადაც მხოლოდ ბელარუსში წარმოებული პროდუქცია იყიდება. ბელარუსული მხარის ინფორმაციით, მინსკში 1200 კვ.მ. ფართობზე განთავსდება სავაჭრო ცენტრი, სადაც ქართული ღვინო, მინერალური წყლები, აგროსამრეწველო და სხვა სასურსათო პროდუქცია გაიყიდება. გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ბელარუსში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას. პირველ ვიცე-პრემიერსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინოვაციების, კომუნიკაციებისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.
(NS)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)