|
2018-03-21 11:36:32, 1605 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები „თეგეტაში“ 5-ჯერ მეტ PLUS-ებს დააგროვებენ
„საქართველოს ბანკმა“ კომპანია „თეგეტასთან“ ერთგული მომხარებლებისთვის აქცია დაიწყო. საქართველოს ბანკის მომხმარებელს, ვინც ჩართულია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, შესაძლებლობა აქვს დააგროვოს გა-5-მაგებული PLUS-ები. ამისათვის, საკმარისია მომხმარებელმა ისარგებლოს თეგეტას სერვისით, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელოს საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით. მათ, ვინც ანგარიშსწორებას განახორციელებს ნაღდი ფულით, დახარჯულ ერთ ლარზე, ერთი PLUS ქულა დაერიცხება. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი დაგროვილი PLUS-ებით შეძლებს თეგეტაში სასურველი მომსახურების ან პროდუქტის შეძენას. ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებლებისთვის შეიქმნა და პროდუქტებთან ერთად ბევრ ბენეფიტსა და პლუსებს მოიცავს. საქართველოს ბანკის სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS ბარათის გამოყენებით მომხმარებელი აგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია: PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე - სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე; უფასო მგზავრობაზე; ინტერნეტბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის აპარატის გამოყენებით კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე; ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე; სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზე; სწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე. ურთიერთობის პროგრამაში ჩასართავად მომხმარებელი უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 4444. დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის შესახებ იხილეთ: plus.ge
(R)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)